„ელ კლასიკოს“ უხანელი ფეხბურთელები დაესწრებიან
„რეალისა“ „ბარსელონას“ მომავალ დაპირისპირებას ჩინელი ფეხბურთელები დაესწრებიან.
„უხან ჩჟოერის“ მოთამაშეები, მშობლიურ ქალაქში ახალი კორონავირუსის გავრცელების დროს, ესპანეთში იმყოფებოდნენ შეკრებაზე და გამოცხადებული კარანტის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
სამეფო კლუბისა და „ლა ლიგის“ გადაწყვეტილებით, აღნიშნული გუნდის წევრები კვირას გასამართ „ელ კლასიკოს“ საყურებლად არიან მიწვეულნი „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო ორშაბათს, ემილიო ბუტრაგენიოს დახმარებით, ისინი ძირეულად დაათვალიერებენ „რეალის“ საშინაო არენასა და მუზეუმს.
აღნიშნული ჟესტით, ესპანელები სოლიდარობას გამოხატავენ ჩინეთისა და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც Covid-19-ის სახელად წოდებულ ვირუსს ებრძვიან.
AS
- 29 თებერვალი 2020
- 1 184
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.