ვინისიუსი - ზიდანის არჩევანი
ედენ აზარის ტრავმის ფონზე, „რეალის“ დამრიგებელმა შეტევის მარცხენა ფრთაზე ვინისიუს ჟუნიორს ჩააბარა.
მიმდინარე სეზონში, 37 შესაძლოდან მხოლოდ 11 შემთხვევაში მიეცა ახალაგზრდა ბრაზილიელს სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება.მან საწყისი წუთებიდან დაიწყო ბურთაობა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგაც და საკმაოდ სარფიანად.ვინიმ აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ „რეალის“ რიგებიდან.
დიდი ალბათობით, „ელ კლასიკოშიც“ ვინისიუსზე გაკეთდება არჩევანი.
AS
- 28 თებერვალი 2020
- 2 067
- 11