ბრაზილიის ფედერაცია „რეალთან“ მართავს მოლაპარაკებებს
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, როჯერიო საბოლსო ფლორენტინო პერესთან მართავს მოლაპარაკებებს.
სამხრეთ ამერიკელების სურვილია, რომ ზაფხულში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე, ვინისიუსი, როდრიგო და რეინიერი ეროვნული ნაკრების რიგებში იხილონ, რისთვისაც ოფიციალური მადრიდის თანხმობაა საჭირო.
აღნიშნული ტურნირი 22 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება და ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ზიდანი, ვინაიდან, თუ ახალგაზრდა ბრაზილიელები ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ კლუბთან ერთად წინასასეზონო მომზადების პერიოდი გაუცდებათ.
AS
- 28 თებერვალი 2020
- 1 866
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.