„ბერნაბეუმ“ უძლეველობა დაკარგა
ტრადიციულად, „რეალის“ საშინაო არენაზე ასაპრეზობა ნებისმიერი გუნდისათვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
ადგილობრივი გულშემატკივრების მხურვალე ქომაგობით, სამეფო კლუბი ყოველთვის დიდ ზეწოლას ახორციელებდა მეტოქეზე, რაც უმეტეს შემთხვევაში სასურველი შედეგით სრულდებოდა, თუმცა ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, გუნდის სტატისტიკა არცთუ ისე სახარბიელოა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
წლეულს, ჩემპიონთა ლიგის მასშტაბით, „ბლანკოსმა“ 4 თამაში ჩაატარა მადრიდში, საიდანაც 1 მოიგო, 1 წააგო და 2-ჯერ ფრედ დაასრულა.საერთო ჯამში მეტოქეებმა 6-ჯერ აიღეს მათი კარი.
ამასთანავე, „რეალმა“ სწორედ შინაურ კედლებში დათმო „კოპა დელ რეის“ მომდევნო ეტაპის საგზური - 3-4 „რეალ სოსიედადთან“ და პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ისეთი გუნდების ძლევა ვერ მოახერხა, როგორებიც არიან: „სელტა,“ „ვალიადოლიდი,“ „რეალ ბეტისი,“ „ატლეტიკი“ და ა.შ.
რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, ამ შემთხვევაში სტატისტიკა გაცილებით მტკივნეულია.მთლიანი სურათი რომ არ წარმოვადგინოთ, მხოლოდ 2 თამაშიდანაც შეიძლება შეფასების გამოტანა - „რეალი“ 0-3 „ცსკ“ და „რეალი“ 1-4 „აიაქსი.“
კვირას „თეთრების“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება ლეგენდარულ „ბერნაბეუზე.“
MARCA
- 28 თებერვალი 2020
- 1 525
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.