რამოსი „სიტის“ წინააღმდეგ მაინც ითამაშებს?
სერხიო რამოსმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მერვედფინალის განმეორებით თამაში, რომელიც „ეტიჰედზე“ უნდა გაიმართოს, მის გარეშე ჩაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის იურისტები „უეფაში“ აპირებენ მსაჯის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.მათი აზრით, არბიტრმა ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამოუტანა ანდალუსიელ მცველს.
საინტერესოა, რომ ცნობილი ესპანელი რეფერი ედუარდო იტურალდე გონსალესი (ამჟამად „ას“-ის თანამშრომელი) სრულიად იზიარებს კლუბის პოზიციას: „პირადად ჩემთვის ეს თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა.გაბრიელ ჟესუსი ბოლომდე ეცადა ჯარიმაზე თამაშს, რაც ცალსახად არასწორია.“
AS
როგორ ფიქრობთ, გააუქმებს „უეფა“ რამოსის დისკვალიფიკაციას?
- 28 თებერვალი 2020
- 4 199
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.