რამოსი: „ვფიქრობ, ისინი ამაყობენ თავიანთი კაპიტნით“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მოახლოვებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა.

„„რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება რიგითი თამაშების ნუსხას არ განეკუთვნება.ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ 3 ქულისათვის.კატალონიელების დამარცხებას დიდი სიამოვნების მოტანა შეუძლია.“

„ორივე გუნდს კარგად მოგვეხსენება, რომ მოგებისთვის დიდი ძალისხმევაის გაღებაა საჭირო.აღნიშნული ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე იგრძნობა, რომ განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.ამავდროულად, ზღვა ინტერესი მოდის მედიასაშუალებების მხრიდან.რა თქმა უნდა, „ელ კლასიკოს“ განსაკუთრებულ ელფერს სძენს მოთამაშეები და თვითონ ლა ლიგა.უბრალოდ ძალიან რთულია იმ ემოციის აღწერა, რაც თან ახლავს ჩვენ ჯახს.“

„იყო ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტ „ელ კლასიკოში“ აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთგვარი წყაროა სიხარულისა.ვიმედოვნებ, მიღწეულზე არ გავჩერდები და კიდევ მრავალ მატჩში მივიღებ მონაწილეობას, რაც პარალელურად იმას ნიშნავს, რომ აქ დიდი ხნის განმავლობაში ვასპარეზობდი.ცხადია, უკეთესი იქნება თუ გამარჯვებულ მხარეს აღმოვჩნდები.ეს ასევე გარკვეული ჯილდოა ამდენი წლის შრომისა და თავგანწირვისთვის.ფეხბურთს ინდივიდუალური მიღწევებისთვის არ თამაშობენ, თუმცა ყოველთვის მეტად სასიამოვნოა პრიზები და რეკორდები.ამაზე დიდი მოტივატორი არ არსებობს.“

„გამომდინარე იქედან, თუ სეზონის რა ეტაპზე ვიმყოფებით და ამასთანავე თუ რამდენია სხვაობა სატურნირო ცხრილში, ვფიქრობ, თანაბარი ორთაბრძოლა იქნება.მატჩის შედეგზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ჩემი აზრით, ლა ლიგა საკმაოდ გრძელვადიანი გათამაშებაა.წინ კიდევ არაერთი შეხვედრა გველოდება და შეიძლება ყველაფერი მოხდეს.რა თქმა უნდა, ნიშანდობლივი იქნება საშინაო არენაზე გამარჯვების მოპოვება და გულშემატკივრების გულების გახარება.ადგილობრივი ქომაგების წინაშე ბურთაობა დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის.ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ, როდესაც ზურგს „სანტიაგო ბერნაბეუ“ გვიმაგრებს.მოდით ვიმედოვნოთ, რომ სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ მოგებაზე.“

„სწორედ ისეთი განწყობა მაქვს, როგორც სადებიუტო „კლასიკოს“ წინ.მე საფეხბურთო მატჩს ყოველთვის ვუდგები ისე, თითქოს ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა და არა უკანასკნელი, შესაბამისი ამბიციითა და მიზანდასახულობით.წარმატების გასაღები კი მდებარეობს თავდაუზოაგავ შრომასა და თავგანწირვაში.ცხადია, რთულია ყოველთვის უმაღლეს საფეხურზე ყოფნა, მაგრამ მაქსიმაურად ვეცდები, რომ ბოლომდე დავიხარჯო და შევინარჩუნო ძლიერი მხარე, რაც ახალი მწვერვალების დაპყრობის საშუალებას მომცემს.“

„იყო ამ გუნდის კაპიტანი, არის სიამაყის საფუძველი.ამდენი წლის შემდეგ, ჩვენს მხრებზე ბევრი სეზონია, უამრავი თამაში, კარგი და ცუდი გამოცდილებები.ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა სამეფო კლუბის კაპიტნის სამკლავურის ტარება.იყო მაგალითი ათასობით ბავშვისა და თანაგუნდელებისა, ნამდვილად უსაზღვრო პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.ვცდილობ, ყოველთვის საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი და ამიტომაც, „რეალი“ და მასთან დაკავშირებული ადამიანები ამაყობენ თავიანთი კაპიტნით.“

„მართალია, რომ პრიმერა დივიზიონი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ტურნირია, მაგრამ ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.ჩვენი სურვილია თასის აღმართვა და შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოდ.ვფიქრობ, ყოველწლიურად უფრო რთულდება ლა ლიგის მოგება.წინასწარ ვერავინ იტყვის, რომ ამა თუ იმ სტადიონზე დაგეგმილ 3 ქულას აიღებს, ვინაიდან ნებისმიერ გუნდს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და პრობლემების შექმნა.ეს ყოველივე განსაკუთრებულს ხდის ესპანეთის პირველობას.“

„ზიდანი დიდებული მწვრთნელია, მაგრამ არა მხოლოდ იმ მიღწევებისა და რეკორდებისთვის, რაც ბოლო წლებში დაიბევა.მან არა ერთი წელი გაატარა აქ ფეხბურთელის რანგში და დიდებული ხელმძღვანელია გასახდელში.ყველას როდი შეუძლია მსგავსი მეთოდებით, სრულიად ბუნებრივად მართოს გუნდი.მიუხედავად სათამაშო წუთების რაოდენობისა, ის ყველა ფეხბურთელს დიდ მოტივაციას აძლევს, რაც მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.მან ჩინებულად იცის, თუ შეიძლება გამოადნოს თითოეული ჩვენგანისგან.ზიზუ უპირობოთ იდეალური დამრიგებელია სამეფო კლუბისთვის.ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ მასთან ერთად კიდევ ერთ საოცარ ერას ჩავუყრით საფუძველს.“

„ყველაზე განსაკუთრებულად მახსენდება, როდესაც 1-0 ვაგებდით „ნოუ კამპზე“ და მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ მოვახერხე ანგარიშის გათანაბრება.მაშინ, ის ქულა გადამწყვეტი გამოდგა ტიტულისათვის ბრძოლაში.რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მალაგაში გავიფორმეთ ჩემპიონობა.ეს ყოველთვის სასიამოვნო გასახსენებლია.“

RealMadrid.Com


1

27 თებერვალი 2020 20:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIZOU...
ვოლკო ზიზუზე და შენზე ენა არასოდეს მომიბრუნდება ისეთი სიხარული მომანიჭეთ, შენს გოლზე იმხელა ვიღრიალე რომ 3 დღე ხმა არ მქონდა დავანგრიე ოთახი, რამდენი უდიდესი მომენტი გვაჩუქე შენი გოლებით. მე რეალის ყოველთვის მჯერა, ზიზუზე როგორ უნდა თქვა რამე აი იმენა დღევანდელ დღეს რეალი ამ მძღნერი შეტევით ამ ბარსელონას შეტევას რომ უმკლავდება და მხოლოდ 2 ქულააა ზიდანი რომ არა კიდე სოლარი და სლეები ბარეული ჩაიჯვავდა, ვისით ბიჭო ვისით პერესის დედაც მეე ამ შეტევით რა უნდა ქნას, ან ეს დედაშეცემული ისევ სამი ლიგა უნდა დადო, ისევ შემოვიდეს და ისე გენიალურად დაარტყას როგორც ლევერკუზენთან რო დააფასოთ ეს კაცი? ეს კეთილმინძრეული ტიპი არაოდეს გამოვარდნილა ფლეიოფოდან, არც ჯერ ყოველ შემთხვევაში და აჯვავთ? იქაურ მადრიდისტებზე იძახით და გიკვირთ, განა ახლა რასაც აქ ასხავთ ზიზუს და რამოსს, რით განსხვავდება იმ მადრიდელ ფანებისგან? რა იქ რო ბერნაბეუზე იჯდეთ იგივეს იზამთ ეს ფაქტია და ნუ გიკვირთ, წააგო კაცმა რა შეულაგეთ ასე უცებ დაივიწყეთ მისი ღვაწლიი, ხტფუი სირცხვილი ოღონდაც რაა ამის მერე იმ მადრიდს ნუ გიკვირთ ბერნაბეუზე რო სემიჩკას ჭამენ და იკერს რონალდოს უსტვენენ, ის ხდება ამსაიტზე, როგორ დავბლოკო ეს საიტი რა, მაინც შემოვდივარ და ვკითხილობ, აი იკერმა გენიალურად თქვა და ზედ დასვა ეს ფრაზა ამ საიტზე, ათასი სეივი რომ გააკეთო და ერთი გაუშვა გაგაკრიტიკებენო თუ რაღაც ამდაგვარი. პაზორ, ზიზუ არ იმსახურებს და ნუ შეჭამეთ ეს კაცი რომ არა ახლა რეალს ექნებოდა 9 ლიგის თასი, 9 იმიტომ რომ ერთი როგორც ფეხბურთელმა ისე დააჭედა პირადად. და იმ უდიდესი ეპოქის ნაცვლად რომელიც 2016-18 წლები იყო ჩემი პიკე იქნებოდა რო არა ზიზუ..

100%

2

27 თებერვალი 2020 20:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კომედიაა როცა გუარდიოლას აწერენ რაღაც სასწაულს

3

27 თებერვალი 2020 20:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
[quote=ZIZOU...]რომელიც 2016-18 წლები იყო ჩემი პიკე იქნებოდა რო არა ზიზუ..[/qu ote]
გეთანხმები ფორევერ ძმა.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

27 თებერვალი 2020 21:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 268
".ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ, როდესაც ზურგს „სანტიაგო ბერნაბეუ“ გვიმაგრებს.მოდით ვიმედოვნოთ"

ეს ხუმრობს? ბერნაბეუზე უფრო ხშირად აგებს ვიდრე კამპ ნოუზე თუ სტატისტიკა რა არის არ იცის?

5

27 თებერვალი 2020 22:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
ციტატა: ZIZOU...
ზიზუმ რო სიხარული მომანიჭა მაგას სხვა გუნდის ფანები მათ ცხოვრებაში საუკეთესო სიზმარშიც ვერ ნახავენ

ხო მაგრამ მოთხოვნები ვართ მადრიდისტები და ტიტულების ვითხოვთ ძმა, ზიზუმ შეაყვარა ბავშვობიდან ფეხბურთის ყურება. წელს ლა ლიგა უნდა მოვიგოთ აბა უკვე სიტისთან ლიგაზე არაფრის იმედი არ მაქვს, როგორ წააგეს გუშინ მოსაგები თამაში იყო რომ არა ამდენი შეცდომები.ზიზუსი რა არ მომწონს ყველაზე მერთად რომ გამოჩნდება იცის ფეხბურთელების რამოდენიმე თამაში ახეხინე სკამი თუნდაც ბენზემას რა მოხდა მერე,ვერ თამაშობს გამოცვალე რა .

ბენზემა როცა ფორმაშია იასნია უნდა იყოს ძირითადში ბაზარი არაა მაგრამ როცა ხედავ არ მისდის თამაში ამდენი ხანია უნდა დაინახო მწვრთნელი რომ ხარ.ტიპი მაშინ ბოლო წუთებში შეცვალეს და დაბღვერილი გავიდა. მართლა ხელშეუხებელი გონია თავი

რონალდუმ კიდევ რა მოიგო იუვეში რომ გაიქცა რეალიდან რომ წავიდა იმიტომ მისცეს მოდრიჩს ოქროს ბურთი არადა რეალში რომ ყოფილიყო მაგას მისცემდნენ, მკიდია მაგის ოქროს ბურთი მაგრამ ახლა ეგ რომ რეალში ყოფილიყო გატანა ბურთების ამ დონეზე მაინც არ გაგვიჭირდებოდა.
-----------------------
ჰალამადრიდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)