პირველი ვარჯიში „ბარსელონასთან“ მატჩამდე
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ზიდანის შეგირდები პრიმერა დივიზიონზე გადაერთვნენ, სადაც 1-ელ მარტს, არც მეტი, არც ნაკლები, „ბარსელონას“ უმასპინძლებენ.
დღევანდელ სესიაზე „ქალაქელებთან“ სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს.ისინი კონდიციების აღდგენით იყვნენ დაკავებულნი.მწვრთნელების მხრიდან ძირითადი აქცენტები გაკეთდა ბურთის ფლობისა და პრესინგის დავალებებზე, ხოლო ბოლოსკენ კი, შემადგენლობა ორად გაიყო და მინი მოედანზე ბურთი გააგორეს.
რაც შეეხებათ ტრავმირებულ ფეხბურთელებს, აზარი და ასენსიო ინდივიდუალური პროგრამით გაისარჯნენ.მარკო მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც გარკვეული სავარჯიშოები შეასრულა როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე.
RealMadrid.Com
- 27 თებერვალი 2020
- 1 638
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.