სერხიო რამოსის ანტირეკორდი
როგორც იცით, „რეალის“ კაპიტანმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა, ვინაიდან 84-ე წუთზე, არბიტრმა წითელი ბარათი აუფრიალა.
აღნიშნული გაძევება სერხიო რამოსისათვის მე-4 გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე, რითიც ის ტურნირის ანტირეკორდსმენებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ედგარ დავიდსს გაუთანაბრდა.განვლილ პაექრობამდე, ანდალუსიელ მცველს, „გალათასარაისთან,“ „აიაქსთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ თამაშებში მიუთითეს მსაჯებმა გასახდელისკენ.
რამოსი ასევე პირველ პოზიციას იკავებს პრიმერა დივიზიონის მასშტაბით და 20 წითელ ბარათს მოითვლის 481 მატჩში, თუმცა საგულისხმოა, რომ ეროვნული ნაკრების რიგებში არასდროს მიუღია მსგავსი ფერის ბარათი.
MARCA
- 27 თებერვალი 2020
- 1 025
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.