ბენზემას მე-100 და მორიგი იმედგაცრუება
„მანჩესტერ სიტისთან“ თამაში კარიმ ბენზემასთვის მე-100 გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე.
ფრანგი თავდამსხმელი სამეფო კლუბის ისტორიაში მეხუთეა (კასილიასი, რაულის, რონალდუს და კარლოსის შემდეგ), ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე აღნიშნული რაოდენობის მატჩებს მოუყარა თავი.ამავდროულად, „ცხრიანი“ 52 გოლსაც მოითვლის.
სამწუხაროდ, „ქალაქელებთან“ ჯახში ბენზემა კვლავ უფერულად გამოიყურებოდა.მისი ბოლოდრინდელი ასპარეზობა დიდ იმედგაცრუებას იწვევს „რეალის“ ქომაგებში.
- 27 თებერვალი 2020
- 1 351
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.