მენდი მენდის წინააღმდეგ
ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მეტად ნიშანდობლივ შეხვედრაში, ზიდანი სწორედ მენდის ათამაშებს დაცვის მარცხენა ფრთაზე
„რეალის“ ახალწვეული ბოლო რამდენიმე შეხვედრაში სათადარიგოდან ადევნებდა თვალს მატჩის პერიპეტიებს და შედეგიც სახეზეა.მის გარეშე მოთამაშე „ბლანკოსმა“ ჯერ 4 გოლი გაუშვა „რეალ სოსიედადისგან,“ მერე 2 ბურთი „სელტასგან“ და ბოლოს 1 „ლევანტესგან.“ აღნიშნული შეხვედრებიდანაც გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისი ყოფნა მოედანზე და კონკრეტულად უკანა ხაზში.როდესაც ფერლანი საქმეშია, რამოსი, კაზემირო და ვალვერდე გაცილებით მეტად თავისუფალნი არიან, ვიდრე პირიქით.
საგულისხმოა, რომ „მანჩესტერ სიტის“ მარცხენა ფლანგსაც მენდი კურირებს, ოღონდ ბენჯამინი.მათი ერთად ხილვა მწვანე მინდორზე საინტერესო იქნება დიდიე დეშამისთვის, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემადგენლობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
MARCA
- 26 თებერვალი 2020
- 1 521
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.