პერესი ზიდანსა და ფეხბურთელებს შეხვდა
გუშინ, სამეფო კლუბის პრეზიდენტი „ვალდებებასზე“ იმყოფებოდა, სადაც „რეალმა“ „სიტისთან“ მატჩამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ერთობ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშების წინ, რომელიც მოიცავს „მანჩესტერ სიტისთან“ და „ბარსელონასთან“ შეხვედრებს, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანი და ფეხბურთელები მოინახულა.კლუბის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა გუნდს და წარმატებები უსურვა მათ მომავალ დაპირისპირებებში.
როგორც ყოველთვის, დონ ფლორენტინო საჭირო დროს საჭირო ადგილზე არის!
MARCA
- 26 თებერვალი 2020
- 1 503
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.