რამოსისა და აგუეროს დაპირისპირება გრძელდება
„რეალისა“ და „სიტის“ დღევანდელი პაექრობა იმითაც იქნება გამორჩეული, რომ ესპანელი მცველი და არგენტინელი ფორვარდი კვლავ ერთმანეთის წინაშე წარდგებიან.
არსებული მომენტისათვის, რამოსი და აგუერო საფეხბურთო მოედანზე 13-ჯერ არიან შეხვედრილნი.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განვლილი მატჩებიდან კუნისა და თავისი გუნდების ანგარიშზე არცერთი მოგება არ ირიცხება.მან თავის დროზე ვერც „ატლეტიკოს“ რიგებიდან მოახერხა ანდალუსიელის „რეალის“ ძლევა და ვერც „მანჩესტერ სიტის,“ შესაბამისად, მომავალი შეხვედრა დამატებითი მოტივაცია იქნება მისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ „ქალაქელებს“ პრემიერ ლიგა დაკარგული აქვთ და ამავდროულად ჩ/ლიგის მომავალი 2 გათამაშებიდან ე.წ. ბანის გამო დისკვალიფიცირებულნი არიან, გვარდიოლა და კომპანია ნებისმიერი ხერხით ეცდებიან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დადებითი შედეგის დაფიქსირებას.
MARCA
- 26 თებერვალი 2020
- 1 071
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.