რამოსი: „ვფიქრობ, ეს არ მოხდება“
„რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩწისწინა პრესკონფერენციაზე, სერხიო რამოსმა მთავარ მწვრთნელთან ერთად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.
„ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნიზე ასპარეზობა ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობასთანაა დაკავშირებული.გათამაშების ჰიმნი დამატებითი მოტივაციაა, როგორც მოთამაშებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვისაც.ალბათ, შემთხვევითობას არ წარმოადგენს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ისტორიული რეკორდის ავტორები ვართ.ერთი სიტყვით, ჩემთვის პრივილეგიაა ეს ყოველივე.“
„ვფიქრობ, „ლევანტესთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შანსების გამოყენება ვერ მოვახერხეთ და წავაგეთ.გუნდი აგრძელებს თავდაუზოგავად მუშაობას და დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილებლად იქნება.საჭიროა ნაკლები საუბარი და ბევრი შრომა.სეზონი გრძელდება.“
„ევროპელი მსაჯების ფილოსოფია განსხვავებულია ესპნალებისაგან.ისინი გაცილებით შემწყნარებლები არიან.განვლილი მატჩის შემდეგ გარკვეული კომენტარი გავაკეთე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამემამულე არბიტრებთან ცუდი ურთიერთობა მაკავშირებს.“
„სანქციის დაკისრება? არ მგონია.ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამომთქმის უფლება.“
„გუნდი მაღალ დონეზე ატარებს მიმდინარე სეზონს და აქამდე არავის უთქვამს, რომ გოლის გატანის კომპონენტში პრობლემები არსებობს.ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები.ერთმატჩიან მშრალი სერიაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.“
„გვარდიოლას დიდ პატივს ვცემ.ის დიდებული მწვრთნელია, რაზეც მისი გამოცდილება და ციფრები მეტყველებს.ჩვენ მოტივაციას გვმატებს ჩემპიონთა ლიგა და არა პეპთან დაპირისპირება.“
„ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ბევრი იწერება მედიაში.კლუბთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.თუ ისინი გადაწყვეტენ ხელშეკრულების განახლებას, მე თანახმა ვიქნები.“
„არ ვფიქრობ, რომ მსაჯებზე განცხადების გამო რაიმე სახის სანქცია შეიძლება დამეკისროს.ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება.“
„ჩვენ ვცდილობთ დავივიწყთ განვლილი უქმეების მატჩი და მაქსიმალური კონცეტრაცია მოვახდინოთ ჩემპიონთა ლიგაზე.წინა შედეგს არანაირი კავშირი აქვს მომავალთან.მეტად რთული მატჩი გველოდება წინ, თუმცა ყველანაირი შესაძლებლბა გვაქვს, რომ დიდებულად ვიასპარეზოთ.“
„ბეილი? მე გუნდის კაპიტანი ვარ და თანაგუნდელების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი.ჩვენ ზრდასრული პროფესიონალები ვართ და ვიცით რასაც ვაკეთებთ.“
„იმედია აზარი მალე დაბრუნდება მოედანზე.მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ჰყავდეს მწყობრში.“
„გამომდინარე იქედან, რომ „სიტის“ გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისინი მაქსიმალურად მონდომებულნი გამოვლენ მოედანზე.“
„ზიდანმა ყველაზე უკეთესად იცის, თუ როგორ დამუხტოს ფეხბურთელები დიდი შეხვედრების წინ.ფრანგი დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში და იმედია, რომ სასიამოვნო ტრადიცია გაგრძელდება, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინაიდან საკმაოდ რთული მეტოქე გვარგუნა კენჭისყრამ.“
„
- 25 თებერვალი 2020
- 4 145
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.