კროოსი: „გვარდიოლას უნდოდა, რომ ეს გამეკეთებინა“
ოთხშაბათს, ტონი კროოსი ყოფილ დამრიგებელს დაუპირისპირდება.მან პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„არ დაგიმალავთ, ძალიან მომწონდა გვარდიოლასთან მუშაობა.დიახ, მე შემეძლო კონტრაქტის გახანგრლივება „ბაიერნთან,“ თუმცა ამას მხოლოდ მწვრთნელის ფაქტორის გათვალისწინებით ხომ ვერ გავაკეთებდი.“
„ესპანელს უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი გერმანიაში, მაგრამ რა აზრი ექნებოდა ახალ ხელშეკრულებას, თუ ის გადავიდოდა სხვა კლუბში.“
„გვარდიოლამ საფეხბურთო სამყარო შეცვალა.მან გულშემატკივრებს სულ სხვა კუთხით დაანახა ნახევარმცველის როლი მოედანზე.“
„დღემდე მაქვს კონტაქტი პეპთან.მან ბევრი მასწავლა, რისთვისაც მადლიერი ვარ.“
„ვფიქრობ, ჩვენი გზების გადაკვეთა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან ჩემი სურვილია კარიერის მადრიდის „რეალში“ დასრულება.“
MARCA
- 25 თებერვალი 2020
- 6 086
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.