ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბისათვის მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული დაიწყო.
როგორც იცით, 26 ოქტომბერს, მადრიდელები „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.რა თქმა უნდა, ჩ/ლიგის მერვედფინალურ სტადია 2 მატჩისგან შედგება, თუმცა, ალბათ, ეჭვაგრეშეა, რომ შემდეგი ეტაპის საგზურის ბედი, დიდწილად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაწყდება.
აღნიშნულის შემდეგ, 1-ელ მარტს, „რეალი“ „ბარსელონას“ მიიღებს საკუთარ არენაზე.„ლევანტესთან“ წაგების შემდეგ, „თეთრები“ უკვე 2 ქულით ჩამორჩებიან მდევარს და „კლასიკოს“ წარუმატებლად ჩატარების შემთხვევაში, ძალიან გაირთულებენ საქმეს ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე.
საინტერესოა, რომ განვლილ სეზონში, ჯერ კიდევ როდესაც სანტიაგო სოლარი ედგა სათავეში გუნდს, სწორედ სეზონის მოცემული ნაწილი გამოდგა გარდამტეხი „რეალისთვის.“ მადრიდელებმა ჯერ „კოპა“ დათმეს, შემდეგ პრიმერა დივიზიონი და ბოლოს ჩემპიონთა ლიგა, რაც 12 მარტს, არგენტინელი სპეციალისტის გათავისუფლების საბაბი გახდა.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, იმედია, რომ მომდევნო დღეები სამეფო კლუბის ქომაგებისათვის სიხარულის მომტანი გამოდგება და რა „დეჟავუ.“
MARCA
- 25 თებერვალი 2020
- 1 516
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.