კაზემირო კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს
კარლოს ენრიკე კაზემირო საკუთარი მადრიდული კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. იგი მადრიდელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი გავლენა ყველა მატჩზე უდიდესია...
რეალ სოსიედადის წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე განცდილ მარცხში ეს ძალიან აშკარად ჩანდა, ისევე, როგორც ბილბაოსთან და ვალენსიასთან გამოტოვებულ მატჩებში, სადაც რეალმა ძალიან უღიმღამოდ ითამაშა და სწორედ ამ დროს ჰოქნდა ყველაზე დიდი მოუგებელი სერია სეზონში.
კაზემიროს გამორჩეული სეზონი სტატისტიკაშიც ჩანს - ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი მატჩში საშუალოდ 3.4 ზუსტ ვარდნას აკეთებს, რაც უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე ფაბინიოს, კანტეს, ბუსკეცს და სხვა დაცვითი სტილის ნახევარმცველებს აქვთ.
კაზემირო ასევე მატჩში საშუალოდ 2 ართმევას და 1.9 ჩაჭრას ანხორციელებს, ბურთს კი მატჩში საშუალოდ 0.3-ჯერ ბლოკავს, რაც ასევე უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა გრანდების ნახევარმცველებს აქვთ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში კაზემირომ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, Whoscored-ის შეფასებით კი იგი მადრიდის რეალის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, საშუალო 7.57 შეფასებით.
იგივე სტატისტიკით, კაზემიროს ლიონელ მესის შემდეგ ლა ლიგაში საუკეთესო შეფასება აქვს და მადრიდის რეალის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად ჩამოყალიბდა, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა.
adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა! ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე!
- 25 თებერვალი 2020
- 1 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.