ვინ დაწყევლა ედენ აზარი?
როგორც იცით, განვლილ უქმეებზე, „ლევანტესთან“ მატჩის მიმდინარეობისას, ბელგიელმა ფეხბურთელმა კვლავ ტკივილები იგრძნო მარჯვენა კოჭზე.
სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინა, რომ აზარს კიდევ 2 თვე მოუწევს თამაშგარეშე ყოფნა, რაც დიდი იმედგაცრუებაა, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვისაც.
საინტერესოა, რომ სამეფო კლუბში გადმოსვლამდე, ედენი სულაც არ იყო „ლაზარეთის“ ფეხბურთელი.მან „ჩელსის“ რიგებში 7 სეზონი გაატარა და საერთო ჯამში, ტრავმის წყალობით მხოლოდ და მხოლოდ 20 მატჩი აქვს გამოტოვებული.
რაც შეეხება მის მადრიდულ სტატისტიკას, პირველივე სეზონის მოცემული ეტაპისთვის, უკვე 18 თამაში გაუცდა დაზიანების გამო და კიდევ სულ მცირე 10 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რაც სრული კატასტროფაა.
ყოველივე ამის შემხედვარე, ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - ვინ დაწყევლა აზარი?
AS
- 24 თებერვალი 2020
- 1 952
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.