„ელ კლასიკოში“ „რეალს“ კიდევ 1 ფეხბურთელი გამოაკლდა
ედენ აზართან ერთად სამეფო კლუბს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
საქმე ეხება როდრიგოს, რომელმაც „კასტილიაში“ შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, მაგრამ დაპირისპირების მიწურულს წითელი ბარათი მიიღო.
მოქმედი წესების მიხედვით, ქვედა ლიგაში მიღებული დისკვალიფიკაცია ლა ლიგაზეც მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გოეში „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სამშაბათს მადრიდის „რეალი“ როდრიგოს წითელ ბარათს გაასაჩივრებს და საბოლოო პასუხს დაელოდება.
- 24 თებერვალი 2020
- 3 181
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.