ბენზემა:„იმედი მაქვს, „რეალში“ წლების მანძილზე დავრჩები“
კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და ბევრი საკითხი მიმოიხილა.
„ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგის ირგვლივ არსებობს გასაოცარია. ამ დაპირისპირებებში გუნდებს ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაცია აქვს. განსხვავებულია ემოციები. როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავ, ვალდებული ხარ, ჩემპიონთა თასისთვის მუდმივად იბრძოლო, რაც კიდევ უფრო მოტივირებულს გხდის.“
„უკვე 11 წელია სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი და „ბლანკოსის“ კავშირი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. იყო რთული და ძალიან კარგი პერიოდები. მე დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში, თანაც ისეთ სტადიონზე, როგორიც ბერნაბეუა, მხოლოდ ბედნიერების მომგვრელია.“
„ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულია, აქ სულ სხვა მუხტია. ნებისმიერი ფეხბურთელი დამეთანხმება, რომ ჰიმნის მოსმენის დროს ძალები გვიორმაგდება. ეს არის საუკეთესო ტურნირი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.“
„„სიტი“ შესანიშნავი გუნდია ძალიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მწვრთნელით. ეჭვი არ მეპარება, რომ ორივე რაუნდში უმძიმესი ბრძოლები გველის, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. საშინაო არენაზე ყველაფერს ვიღონებთ კომფორტული უპირატესობის შესაქმნელად.“
„ასაკის მატებასთან ერთად გამოცდილებაც მემატება და ვთვლი, რომ სწორედ ახლა ვარ ყველაზე ძლიერია. დიახ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით თავს იმდენად კარგად ვგრნობ, რომ ამ მხრივ პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრს ვვარჯიშობ და ვშრომობ, რათა ფორმაში ვიყო. სატრენაჟორო დარბაზში ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებ. თუ გინდა გერქვას „ბლანკოსის“ ფეხბურთელია, შრომა აუცილებელია.“
„არ ვიცი მაქვს თუ არა საუკეთესო სეზონი, მაგრამ ის ნამდვილად შემიძლია ვთქვა,რომ უმაღლეს დონეს მივაღწიე და ყველაფერს გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი პროგრესის საჩვენებლად. გუნდის დახმარება ყველაზე მეტად მსიამოვნებს.“
„თუ „რეალიდან“ გამიშვებენ, მაშინვე დავიწყებ მუშაობას წიგნზე, რომელიც ჩემს მადრიდულ კარიერას ასახავს. მსურს, რომ ყველა დეტალი კარგად გავიხსენო და საინტერესო წიგნი შევქმნა.“
„გულშემატკივრები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც მოედანზე ხდება, მაგრამ ამის უკან ბევრი რამ დგას. ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა აქვს, რომლითაც მუშაობს. ძილი, ცხოვრების წესი, კვება, ვარჯიში და კიდევ ბევრი რამე. ემოციურ ფაქტორებზეც კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტებია დამოკიდებული.“
„„რეალის“ მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაა. ჩვენ გვაქვს ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ დუბლზე ვიფიქროთ. მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ.“
„11 წლის თავზე შემიძლია ვთქვა, რომ დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა ჩემ ცოდნას სხვებს ვუზიარებ. ბუნებრივია, ახალგაზრდებს ბევრს ვასწავლი და თუ ისინი ჩემგან კარგ თვისებებს გადაიღებენ ბედნიერი ვიქნები.“
„ახლა „რეალის“ მესამე კაპიტანი ვარ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო ფაქტია.“
- 23 თებერვალი 2020
- 7 252
- 19