„რეალმა“ „სიტისთან“ შესაძლოა 5 ნახევარმცველით ითამაშოს
ზინედინ ზიდანი საუკეთესო ვარიანტის ძიებაშია. გამომდინარე იქედან, რომ ედენ აზარი კვლავ დაიმტვრა და შეტევითი პოტენციალიც მნიშვნელოვნად მცირდება, ზიზუ ალტერნატიულ ვარიანტებს ამუშავებს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფრანგმა ლეგენდამ შესაძლოა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნაცადი ტაქტიკა აირჩიოს და „სიტისთან“ 5 ნახევარმცველი გამოიყვანოს.
ამ შემთხვევაში მოედნის ცენტრს კაზემირო, ვალვერდე, მოდრიჩი, კროოსი და ისკო გაამაგრებენ, წინ კი მხოლოდ კარიმ ბენზემა იქნება, რომელსაც ფლანგის მცველებიც მაქსიმალურად დაეხმარებიან.
- 23 თებერვალი 2020
- 2 037
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.