ფლორენტინო პერესი სერხიო რამოსს შეხვდება
„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გუნდის კაპიტანს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა დიდი ალბათობით კაპიტანის ახალი კონტრაქტი იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რეალმა“ რამოსს ხელშეკრულების მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, პასუხად კი უარი მიიღო, ვინაიდან გუნდის უდავო ლიდერს 2 წლიანი კონტრაქტი სურს, რომელიც მის „მერენგების“ რიგებში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
ესპანელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ პოზიციის გაგების შემდეგ გაკვირვება ვერ დამალა.
პრეზიდენტისა და კაპიტანის შეხვედრის შემდეგ დიდი ალბათობით ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრა გუნდის მთავარი მწრთნელი ზინედინ ზიდანი.
- 21 თებერვალი 2020
- 1 959
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.