აზარმა 680 წუთში 3 პენალტი მოიპოვა
ედენ აზარის მარგი ქმედების კოეფიციენტი მიმდინარე სეზონში ნამდვილად დაბალია, თუმცა ესპანური გამოცემები ერთ საინტერესო ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას...
ბელგიელმა ფეხბურთელმა 680 წუთში 3-ჯერ აიძულა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, რომ თერთმეტმეტრიანი „აეკიდებინა“.
ედენი მეტოქის საჯარიმო მოედანში ხშირად ამწვავებს სიტუაციას, რაც ამ სტატისტიკაზეც კარგად აისახება.
სხვა მხრივ, წლევანდელი აზარი საკუთარ თავს არ ჰგავს, რაც პირველ რიგში ტრავმებიდან გამომდინარეობს. წინახაზელმა ძალიან ბევრი გამოტოვა.
იმედი ვიქონიოთ, სეზონის გადამწყვეტ მომენტში ბელგიელი მოწოდების სიმაღლეზე იდგება და „მერენგებს“ დიდ დახმარებას გაუწევს.
- 20 თებერვალი 2020
- 1 254
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.