„ლევანტესთვის“ მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები მზადებას განაგრძობენ. ზიზუს გუნდის მეტოქე შაბათს „ლევანტე“ იქნება...
დღევანდელ სესიაზე „მერენგებმა“ დიდი ყურადღება დაუთმეს მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, ბურთის ფლობასა და კარში დარტყმების კომპონენტს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა დავალებას იღებენ.
სრულად ისევ ვერ იტვირთება მარიანო დიასი, მარკო ასენსიო კი ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.
გარეთ ბეილი სრულ მზადყოფნაში ჯერ არ არის, უელსელ გასტროენტერიტი აწუხებს.
- 20 თებერვალი 2020
- 736
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.