რეალმა სახლში 57 ქულიდან 54 დააგროვა+100 გოლს გადააბიჯა
როგორც იცით მადრიდის რეალმა დღეს ამ სეზონში ბოლო შეხვედრა ჩაატარა სანტიაგო ბერნაბეუზე.
სამეფო კლუბს სახლში ძალიან კარგი შედეგი აქვს.მათ 57 ქულიდან 54 დააგროვეს.19 შეხვედრიდან 18 მოიგეს და 1 დათმეს,მაგრამ სწორედ ეს 1 წაგება ბარსასთან როგორც ჩანს აღმოჩნდა საბედისწერო.რეალმა მეტოქეები ბერნაბეუზე შემდეგი ანგარიშით დაამარცხა:
დეპორტივო (3:2), ხერესი (5:0), ტენერიფე (3:0), ვალიადოლიდი (4:2), ხეტაფე, (2:0), რასინგი (1:0), ალმერია (4:2), სარაგოსა (6:0), მალიორკა (2:0), მალაგა (2:0), “ესპანიოლი (3:0), ვილიარეალი (6:2), სევილია (3:2), ხიხონის სპორტინგი (3:1), ატლეტიკო (3:2), ვალენსია (2:0), ოსასუნა (3:2), ბილბაოს ატლეტიკი (5:1).ბურთთა სხვაობა არის 60–18 ზე.
ამ მატჩში მოხდა კიდევ 1 ღირსშესანიშნავი ფაქტი.ბლანკოსმა პრიმერაში 100 გოლს გადააბიჯა,ამ მატჩამდე გუნდს 96 გოლი ჰქონდა გატანილი,ეხლა კი 101 გოლი აქვს.მე–100 გოლი კი კარიმ ბენზემამ გაიტანა.ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.
- 9 მაი 2010
- 1 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.