ბუნდოვანი ზიდანი
ზოგჯერ ძალიან რთულია ჩაწვდე ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილების არსს.
მიმდინარე სეზონში ფრანგი სპეციალისტი ხშირად ცვლის მიდგომას სასტარტო შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით, რაც გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, ერთობ გაუგებარია.ის არ ერიდება თერთმეტეულის გადახალისებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ამას შედეგი არ მოაქვს.
უცნაურია, რომ „სელტასთან“ არცთუ ისე ადვილ პაექრობაში, თამაშიდან გაგყავს ტონი კროოსი და როდესაც ჯერ არაფერი გარანტირებული, ფაქტობრივად, დაუცველს ტოვებ მოედნის ცენტრს.არანაკლებ ბუნდოვანია ამავე შეხვედრაში შეცვლაზე შემოსული ვინისიუსის მარჯვენა ფრთაზე განწესება.ბრაზილიელისთვის აღნიშნული პოზიცია უცხოა და ბუნებრივია, მისი მარგი ქმედების კოეიფიციენტი მაღალი ვერ იქნებოდა.
პარალელურად, კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ პამპლონაში „ოსასუნასთან,“ გუნდის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი, ისკო, მომდევნო მატჩში თამაშგარეში დატოვო და პირველი წუთებიდან ნდობა გამოუცხადო გარეთ ბეილს, რომელიც წლეულს, სამეფო კლუბის ყველაზე ცუდი ფეხბურთელია.
მეტად მნიშვნელოვანი თამაშების წინ („მანჩესტერ სიტისთან“ და „ბარსელონასთან“), ზინედინს მეტი დაფიქრება მართებს.მისი არალოგიკური და ბურუსით მოცული სელექცია, შესაძლებელია ძვირად დაუჯდეთ მადრიდელებს.
MARCA
- 18 თებერვალი 2020
- 4 993
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.