„სიტის“ „რეალის“ ეშინია და სტერლინგს 27 მილიონს სთავაზობს
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, რაჰიმ სტერლინგი მანჩესტერ „სიტისგან“ ახალ წინადადებას მოისმენს...
მას შემდეგ, რაც „უეფამ“ გუარდიოლას გუნდი დასაჯა, პრესა ფეხბურთელების წასვლაზე ალაპარაკდა. ყველაზე მეტი რაჰიმ სტერლინგზე იწერება, რომელსაც „რეალში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
Daily Mirror-ის ინფორმაციით, „სიტიმ“ საფრთხე იგრძნო და სტერლინგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც წლიურად, ხელფასის სახით 27 მილიონ ევროიან შემოსავალს ითვალისწინებს.
იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ წინახაზელს ხელფასს მაქსიმუმ 12 მილიონ ევროს შესთავაზებს, მანჩესტერულ მხარეს იმედი აქვს, რომ ლიდერს შეინარჩუნებს.
- 18 თებერვალი 2020
- 1 697
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.