კასტილია 4-1 ალკორკონი
დღეს “რეალის” სარეზერვო გუნდი სეგუნდა ბე-ს მეორე ჯგუფის ლიდერს, “ალკორკონს” დაუპირისპირდა და საკმაოდ ადვილად, 4-1 იმარჯვა.
მადრიდელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც 3 ბურთით დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მატჩის დებიუტშივე ორი ძალიან ლამაზი გოლი ხუანფრანმა გაუტანა. ტაიმის მიწურულს, კრისტიანმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავისი საამსეზონო მონაგარი 10 გოლამდე გაზარდა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, ხუან კარლოსმა კი მეორე ტაიმში იხეირა, როდესაც მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, დაბალი დარტყმით სეზონში რიგით მე-11 გოლის გატანა მოახერხა. სტუმრებმა 2 წუთში სხვაობა კი შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულ ლუის ერნანდესს მე-5 გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა სტუმრები ძელმა იხსნა.
უნდა აღინიშნოს, რომ “კასტილიას” ორი წამყვანი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია და როდრიგო, აკლდა. ამჟამად აღნიშნული მოთამაშეები ესპანეთის ახალგაზრდული პირველობის ფინალურ ეტაპზე იღებენ მონაწილეობას “რეალ მადრიდ იუვენილ ა”-ს რიგებში.
ეს სეგუნდა დივიზიონ ბე-ს ბოლო ტური იყო. “კასტილიამ” 56 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა (20 გუნდში), “ალკორკონი” კი ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ახლა სეგუნდას ფლეი-ოფებში მიიღებს მონაწილეობას.
კასტილია 4-1 ალკორკონი
გოლები: 1-0 ხუანფრანი (4), 2-0 ხუანფრანი (9), 3-0 კრისტიანი (41), 4-0 ხუან კარლოსი (58), 4-1 ვარა (60).
კასტილია: ფელიპე რამოსი, ველაიოსი, ნაჩო, გარი (მატეოსი 81), ხუანანი, კორდერო, ხუან კარლოსი, ხუანფრანი (ლუის ერნანდესი 81), რუბენ რამოსი, მოსკერა (ფრან რიკო 56), კრისტიანი.
ალკორკონი: ელადიო, ბერმუდესი, სანჩესი, ალბერტი, ვარა, მორა, ერნესტო (ხერემი 54), რუბენი (ნაგორე 46), კარმელო (სანსი 58), გომესი, ბორხა.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 8 მაი 2010
- 2 223
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.