ზიდანი: „მას ხშირად აკრიტიკებენ, რასაც არ ვეთანხმები“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ ვერ მოგებული თამაში შეაფასა.
„ყოველთვის იმედგაცრუებული იქნები, როდესაც 2 ქულას კარგავ საშინაო არენაზე.მეორე ტაიმში ზეწოლა გავაძლიერეთ და 2 გოლის გატანაც მოვახერხეთ, თუმცა მატჩის მიწურულს, მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.ვფიქრობ, შესვენების შემდეგ უკეთესად გამოვიყურებოდით.“
„სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ვინარჩუნებთ და ეს ბევრს ნიშნავს.რა თქმა უნდა, არავინ გეგმავდა ქულების განიავებას, მაგრამ ეს არის ფეხბურთი.ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა და ჩვენი მიზანია, რომ შეცდომები სათანადოთ გავაანალიზოთ, ვინაიდან წინ არაერთი მატჩია და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შეუძლია პრობლემების შექმნა.ბრძოლა გრძელდება.“
„მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა კონცენტრაცია შეინარჩუნოს.პირველი გოლი შეცდომის წყალობით გავუშვით.ანალოგიური შეიძლება ვთქვათ მეორეზეც, თუმცა ამასთანავე აღსანიშნავია დენის სუარესის დეიდებული გადაცემა.“
„გახარებული ვარ, რომ 3 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ედენ აზარი.ბელგიელმა 70 წუთი გაატარა საქმეში და ნაყოფიერადაც.ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ.“
„ბეილთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურადაა.უელსელმა კარგი შეხვედრა ჩაატარა.“
„ვგონებ, ფიზიკურ კონდიციებთან პრობლემები არ გვაქვს, თუმცა გარკვეული სათამაშო კომპონენტები გაუმჯობესებას საჭიროებს, განსაკუთრებით დაცვითი თამაში.“
„მარსელო კარგად გაისარჯა უკანა ხაზში.მას ბევრი აკრიტიკებს ხოლმე, რასაც არ ვეთანხმები.“
RealMadrid.Com
- 17 თებერვალი 2020
- 3 593
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.