აზარი: „უკმაყოფილო ვარ“
პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში („სელტას“ წინააღმდეგ) ედენ აზარი მოედანს დაუბრუნდა.ბელგიელმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანის მოპოვებაც მოახერხა, თუმცა ეს საკამრისი არ გამოდგა მორიგი 3 ქულის მოსაპოვებლად.
„სიმართლე გითხრათ, თამაში მძიმედ დავიწყე, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ყველაფერი კარგად წარიმართა.ბედნიერი ვარ, რომ მწვანე მინდორზე დავბრუნდი, თუმცა შედეგი უკმაყოფილებას იწვევს .იმედი მაქვს, მომდევნო პაექრობებში მიზანს მივაღწევთ.“
„რა თქმა უნდა, ყველაფერი წინ არის.ვფიქრობ, განვლილ დაპირისპირებაში მეტს ვიმსახურებდით.ჩვენ არა ერთი შანსი გვქონდა გოლის გატანისა, თუმცა ამაოდ.გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და გააგრძელებს წარმატებისკენ სვლას.“
MARCA
- 17 თებერვალი 2020
- 1 931
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.