ფიგუ:„ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი და ეს დიდი პატივი იყო“

ლუიშ ფიგუმ ჟურნალისტებს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა...

„წლები წინ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსით ვსარგებლობდი და ეს ჩემთვის ძალიან რთული გარემოება გახლდათ, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერს შევეჩვიე და ვაცნობიერებდი იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩემს მიმართ არსებობდა.“

„დღევანდელი ციფრები სულ სხვა არის. ჩემში „რეალის“ მიერ გადახდილი თანხა ახლა აღარაფერს წარმოადგენს, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო.“

„„ელ კლასიკოს“ ფავორიტად „რეალს“ მივიჩნევ, რადგან ზიდანის გუნდი „ბარსელონას“ საშინაო არენაზე უმასპინძლებს.“

„ლა ლიგაში კონკურენცია ბოლო ტურამდე შენარჩუნდება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ბოლო წლებში ტიტულის მოსაგებად ერთი და იგივე გუნდები იბრძვიან, ასეა მიმდინარე სეზონშიც.“

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ კანდიდატად „ლივერპულს“ მივიჩნევ. მერსისაიდული კლუბი შესანიშნავ ფორმაშია და ვთვლი, რომ კლოპის კოლექტივი ასე გაგრძელების შემთხვევაში წარმატებას მიაღწევს.“

„ყველამ უნდა გაითავისოს, რა გააკეთა ზიდანმა „რეალისთვის“. ვფიქრობ, ფრანგი „ბლანკოსში“ არსებულ რესურსს ახლაც კარგად იყენებს.“

„ჟოაო ფელიქსი პორტუგალიური ფეხბურთის მომავალია. „ატლეტიკოს“ ახალგაზრდა ვარსკვლავს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მჯერა, რომ მას მომატება შეუძლია. ჟოაო რამდენიმე წელიწადში კაშკაშა ვარსკვლავი უნდა გახდეს.“

  • Hala
  • 16 თებერვალი 2020
  • 1 227
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)