ნეგრედო:"მირჩევნია ჩემპიონი რეალი გახდეს"
ესპანეთის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა, სატურნირო მდგომარეობა ძალზედ დაძაბულია, ასეთი დაუნდობელი ბრძოლა არავის ახსოვს, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა", ჩემპიონობისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან. ამჟამად ცხრილის სათავეში "ბლაუგრანა" იმყოფება, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება დღეს, "სანჩეს პისხუანზე", სადაც გუარდიოლას ბიჭები, ადგილობრივ "სევილიას" დაუპირისპირდებიან. ადვილი გასეირნება არც მადრიდელებს ელით, პელეგრინის შეგირდებსაც საკმაოდ პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, მადრიდელთა მეტოქე ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება.
უპირველეს ყოვილსა მოგესალმებით... პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. რას გვეტყვით, როგორ ჩაიარა პირველმა "სევილიურმა" სეზონმა?
საკმაოდ რთულად. ძალინ ბევრი კარგი მომენტი დამამახსოვრდა, ბევრი ცუდიც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მართალია, მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 11 გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო გასახსენებელი ის არის, რომ ყველა იმ ტურნირზე გავიტანე გოლი, რომელშიც ვასპარეზობდი. ასე, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ყოველშემთხვევაში ისე ცუდად არ მითამაშია, როგორც ბევრი ამბობს.
დიახ, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც უხამსი სიტყვებით გიხსენიებდნენ გულშემატიკვრები...
ეს ყველაფერი ფეხბურთელისთვის ძალიან საწყენია, მაგრამ ხალხს რას გაუგებ... ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს, ზოგს მოსწონს ჩემი თამაშის სტილი, ზოგსაც არ მოსწონს, ასეთია ფეხბურთი.
რას გვეტყოდით მანოლო ხიმენესზე. იმსახურებდა იგი გუნდიდან გაშვებას?
ეს საკამათო თემაა... მე ვფიქრობ, რომ მანოლო ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებდა, მაგრამ მეორე წრეში გუნდი ჩავარდა და ხიმენესიც გაუშვეს გუნდიდან. ვფიქრობ, მანოლოს მაგვარი მაღალი დონის სპეციალისტის თავიდან მოცილება ცოტა არ იყოს და უგუნური საქციელია.
ხიმენესი გუნდთან ადაპტაციაში დაგეხმარათ?
დიახ, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იგი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანია.
თუ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ საუკეთესო და ყველაზე ცუდი პერიოდი, რაც სევილიაში გაატარეთ...
საუკეთესო იყო, ჩემი დებიუტი, ეს მართლაც ლამაზი ოცნების ასრულებას გავდა... ყველაზე ცუდი პერიოდი კი ის გახლდათ, როდესაც "სანჩეს პისხუანზე" შეკრებილი ქომაგები გამუდმებით მისტვენდნენ და ჩემდამი უწმაწურ გამონათქვამებს არ იშურებდნენ. ეს მართლაც, რომ საშინელება იყო...
დღეს, სევილიაში დიდი მატჩი შედგება. თქვენ შეგიძლიათ, როგორც საკუთარი და ასევე მადრიდელთა ოცნება აასრულოთ და კატალონიის ბარსელონა დაამარცხოთ...
კატალონიელთა წინააღმდეგ ასპარეზობა ძალიან რთულია. ბარსელონა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია, რომლის დამარცხებაც ფატიურად შეუძლებელია. ჩვენი უმთავრესი მიზანია, საკუთარი ოცნება ავისრულოთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, აი რაც შეეხება მადრიდელთა სურვილს, მათი წარმატება ჩვენს ხელშია. ასე, რომ დღეს მთელი მადრიდი ჩვენ გვიგულშემატკივრებს.
ბევრი ფიქრობს, რომ ბერნაბეუზე განცდილი მარცხისთვის სევილია – ბარსელონას ჩემპიონობისკენ გზას გაუხსნის, მადრიდელებს კი სამაგიეროს გადაუხდის...
ასეთი გამონათქვამები ყოვლად გაუმართლებელია. უპრიანი იქნებოდა მადრიდელებისთვის სამაგიერო გადაგვეხადა, მაგრამ არა! ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 8 მაი 2010
- 1 785
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.