ვინიციუსი:,,რეალიდან წასვლა გამორიცხულია"
ვინიციუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„ვიცი, რომ ფეხბურთი პროგრესირებადი სპორტია და მუდმივად უნდა ეცადო მაქსიმუმუმი მიიღო საკუთარი თავისგან, თუმცა ამ ყველაფრის პარარელურად აუცილებელია სიმშვიდე. ემოციებზე აყოლითა და აფორიაქებით კარგ შედეგს ვერასდროს მივიღებ. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შუა სეზონში კლუბის შეცვლა ოპტიმალური ვარიანტია. არასდროს, არცერთი კლუბის შემოთავაზება არ მომისმენია, ვინაიდან ვთვლი, რომ „რეალიდან“ სადმე წასვლა წინგადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება და ვერც იმ ტემპს მივიღებ ვარჯიშის დროს, რაც „ბლანკოსში“ არსებობს.“
„სეზონი ჩემთვის არც ისე კარგად დაიწყო, შედარებით მცირე დროს ვიღებდი სათამაშოდ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, როგორც ოჯახიდან, ასევე სამწვრთნელი შტაბიდან. ვთვლი, რომ 2020 წელი კარგად დაიწყო, მოედანზეც გაცილებით მეტ დროს ვატარებ და პროგრესსაც ვაჩვენებ. ყველაფერი წინ არის, მთავარი სიმშვიდის შენარჩუნება და ბევრი მუშაობაა.“
„ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. რაც ყველაზე მთავარია ფრანგი სპეციალისტი მაქსიმალურ სიმშვიდეს მაძლევს. თავდაჯერებული ვარ.“
„ნეიმართან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჩვენ ერთ კლუბში არ ვართ, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების სადარაჯოზე ვდგავართ. ვფიქრობ, ნეისთან ერთად ყველაფრის მოგებაა შესაძლებელი, მათ შორის ოქროს ბურთის.“
„როდრიგო ჩემი მეგობარია, ზიდანი მე და მას თანაბარ დროს გვაძლევს, ძალები ბალანსირებულია. მსურს, რომ გოეშთან ერთად შევუტიო ბრაზილიის ნაკრებსა და სამეფო კლუბში.“
„გუნდს აზარი უბრუნდება, მაგრამ ეს არ მაშინებს, პირიქით ბედნიერი ვარ, რომ „რეალის“ რესურსი იზრდება და შეტევაში უფრო პროდუქტიულები ვიქნებით. ედენი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ჩვენ ხომ მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.“
„ბრაზილიელები ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ძალიან მნიშვნელოვანია კაზემიროს და მარსელოს ფაქტორი.“
„რეინიერთან საუბარი ჯერ არ მქონია, მას მადრიდში ველოდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჟესუსი ჩვენს კოლექტივს კარგად მოერგოს და ადაპტაცია მარტივად გაიაროს. ვფიქრობ, ბრაზილიელები სამეფო კლუბში წარმატებულები იქნებიან.“
„არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ოლიმპიურ თამაშებზე. მსურს, რომ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო და ოქროს მედალი მოვიპოვო, ვნახოთ რა პოზიცია ექნება ჩემს კლუბს საკითხთან დაკავშირებით.“
„„სიტის“ სახით ურთულესი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენ არავის შევუშინდებით. თუ გამარჯვება გვსურს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს მივაღწევთ, თუ მოვინდომებთ.“
- 14 თებერვალი 2020
- 1 736
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.