კვირის მესამე ვარჯიში
ზიდანის გუნდი „სელტასთან“ მატჩისთვის მზადებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს...
დღეს გუნდმა კვირის მესამე სესია გამართა. უნდა აღინიშნოს, რომ ედენ აზარი კვლავ სრულფასოვნად ირჯება და მის მიმართ არანაირი კითხვა აღარ არსებობს.
ბელგიელი ვიგოურ გუნდთან განაცხადში აუცილებლად მოხვდება.
მარკო ასენსიომ მწვანე მინდორზე გარკვეული დატვირთვა მიიღო, თუმცა ის განცალკევებით ვარჯიშობს და თანაგუნდელებთან არანაირი შეხება არ აქვს.
მეკარეებს გოლკიპერთა მწვრთნელი ამზადებდა. მორიგი სესია ხვალ გაიმართება, რომელიც ფინალური იქნება.
- 14 თებერვალი 2020
- 884
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.