ვინიციუსი ფიზიკურ კონდიციებზე ბევრს მუშაობს
სამეფო კლუბის სამწვრთნელო შტაბმა და ფიზ.მომზადების მწვრთნელმა, გრეგორი დიუპონმა ვინიციუს ჟუნიორისთვის სპეციალური სავარჯიშო პროგრამა მოამზადა...
ბრაზილიელის მიზანი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაა. 19 წლის მოთამაშე არც ისე ძლიერია, თუმცა ეს პირველ რიგში ასაკიდან გამომდინარეობს და რესურსი ძალიან დიდია.
იგივე გარეთ ბეილი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია, 23 წლამდე სულ სხვა კონდიციაში იყო, ამის შემდეგ კი გაიზარდა მისი კუნთის მასაც, ფიზიკური აგებულებაც და მდგრადობაც.
დიუპონის აზრით, ვინის მომატება შეუძლია, აქედან გამომდინარე, ის „რეალის“ სხვა ფეხბურთელებთან ვარჯიშის გარდა დამატებით აქტივობებსაც ახორციელებს, რაც 8-9 თვის პერსპექტივაში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს და მომდევნო სეზონს ბრაზილიელი შემტევი გაცილებით ძლიერი შეხვდება.
- 14 თებერვალი 2020
- 1 785
- 7