"თეთრი" რონალდო, "წითელზე" შედეგიანია
კრიშტიანო რონალდო კარიერულ წინსვლას კვლავ გიგანტური ნაბიჯებით განაგრძობს. ამ დრომდე, პორტუგალიელისთვის ყველაზე შედეგიანი და ტიტულებით დახუნძლული სეზონი 2007|08 წლებში იყო, მაშინ როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედი" ევროპაში ბობოქრობდა, ხოლო CR7 მსოფლიოს თავისი ულამაზესი ფინტებით ანცვიფრებდა. ამ მართლაც დაუვიწყარ სეზონში, კრიშტიანომ 46 მატჩში 42 გოლის გატანა მოახერხა და სრულიად საფეხბურთო სამყარო, კიდევ ერთხელ, სასიამოვნოდ გააოცა.
ამჟამად რონალდო, მადრიდის "რეალის" რიგებში ირიცხება და შესანიშნავ სეზონსაც ატარებს. მის ანგარიშზე 32 გატანილი გოლია, რომელიც კრიშტიანომ 33 შეხვედრაში გაიტანა, ეს მართლაც გამაოგნებელი შედეგია, რომელსაც CR9-მ მიაღწია. ბევრი ფიქრობდა, რომ რონალდოს "გამადრიდისტების" პერიოდი გაიწელებოდა, პორტუგალიელს ახალ ქალაქთან შეგუება და ახალ გუნდში ადაპტაცია გაუჭირდებოდა, მაგრამ ყველა ის ადამიანი ვინც ამ მოსაზრებას ეყრდნობოდა, მწარედ შეცდა, რადგანაც რონის "ბლანკოსთან" შეგუება არანაირად არ გასჭირვებია და მეტიც, იგი "რეალის" ნამდვილ, ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.
"თეთრი" რონალდო ყოველ მატჩში, საშუალოდ 0,96 გოლს იტანს, რაც "წითელი" რონალდოს შედეგიანობას 0,5–ით აღემატება. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ მადრიდელი კრიშტიანო, მანჩესტერელ კრიშტიანოზე ძლიერია. რომ არა კოჭის ტრავმა შესაძლოა, CR9-ს, CR7-ის ყველა დამყარებული რეკორდი დაემხო და მადრიდულ ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ამის მიუხედავად არც ახლაა გვიან, რონალდო სულ რაღაც 25 წლისაა, ასე რომ მას კიდევ საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ იყოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო, როგორც მადრიდული, ასევე მანჩესტერული ფეხბურთის ისტორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ გონსალო იგუაინი, სამეფო კლუბის საუკეთესო ბომბარდირია (28 გატანილი გოლით), არავის დაავიწყდეს, რომ კრიშტიანო რონალდომ 10 მატჩით ნაკლები ჩაატარა, ვიდრე პიპიტამ და არგენტინელს იგი, მხოლოდ და მხოლოდ 1 გატანილი ბურთით ჩამორჩება. ლა ლიგის ბოლო მატჩებში, პორტუგალიელის ინოვაციური ასპარეზობა ყველას აღაფრთოვანებს, უკვე მერამდენე თამაშია, რაც "რეალის" წარმატებული გამოსვლის მთავარი შემოქმედი და დადგმული სპეტაკლის რეჟისორი, არა მანუელ პელეგრინი, არამედ კრიშტიანო რონალდო ხდება.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
ავტორი: Kevlisha
- 8 მაი 2010
- 2 185
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.