ხამესი „რეალის“ ტემპს ვერ უძლებს
ესპანელი ექსპერტები ხამეს როდრიგესის კრიზისზე საუბრობენ.
კოლუმბიელი ფეხბურთელი განსაკუთრებული სისწრაფით ვერასდროს გამოირჩეოდა, თუმცა თუნდაც ანჩელოტის „რეალში“ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ. ზიდანის ახალმა ფორმაციამ როდრიგესი საერთოდ დაჩრდილა.
ექსპერტების აზრით, ხამესი „ბლანკოსის“ პრესინგის ტემპს ვერ უძლებს და სწორედ ამიტომ არის ინერტული.
სტატისტიკის მიხედვით, ხამესი „ბლანკოსის“ სხვა ნახევარმცველებთან შედარებით ყველაზე ნაკლებს დარბის, ის სხვა სტილის ფეხბურთელია.
არაერთი ესპანური გამოცემა დარწმუნბით იუწყება, რომ „მერენგებში“ კოლუმბიელის თვეები დათვლილია.
- 13 თებერვალი 2020
- 1 816
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.