კარლოსი რობერტო ფირმინოს „რეალში“ გადაყვანაზე მუშაობდა
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალი“ რობერტო ფირმინოს ესპანეთის დედაქალაქში გადაყვანას ცდილობდა.
კონკრეტულად ამ ტრანსფერზე ფლორენტინო პერესმა საქმეში კარლოსი ჩართო, რომელიც ცდილობდა, საკუთარი თანამემამულე დაერწმუნებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ბობიმ „ბლანკოსზე“ უარი თქვა და „ლივერპულში“ დარჩა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფირმინო „მერსისაიდელების“ რიგებში დარჩენაზე კლოპმა დაიყოლია, რათა მასთან ერთად პრემიერლიგა მოეგო.
ახლა „ლივერპული“ პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება.
საინტერესოა განაახლევს თუ არა „ბლანკოსი“ ბრაზილიელისთვის ბრძოლას.“
- 13 თებერვალი 2020
- 1 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.