პერესის გეგმა - 250 + 50 მილიონი
Defensacentral მადრიდის „რეალის“ გეგმის შესახებ წერს...
„ბლანკოსი“ 2020 წლის ზაფხულში მსოფლიო ისტორიის სარეკორდო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს, რომელიც 250 მილიონიანი იქნება.
ფლორენტინო პერესის სურვილი კილიან მბაპეს დამატებისადმი იმდენად დიდია, რომ პრეზიდენტი მას კიდევ 1 წელი ვერ დაელოდება.
გეგმის მიხედვით, სამეფო კლუბი „პსჟ“-ს 250 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაგრამ შეთანხმებაში იქნება პუნქტები, რომლის მიხედვითაც, პარიზულ მხარეს დამატებით 50 მილიონის მიღება შეეძლება.
რაშია საქმე? იმ შემთხვევაში თუ „რეალში“ გადასვლიდან 2 წლის განმავლობაში კილიანი ლა ლიგის პიჩიჩი გახდება, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ან ოქროს ბურთს დაეუფლება, „რეალს“ „პსჟ“-სთვის დამატებითი თანხების გადახდა მოუწევს.
ფეხბურთელის ინდივიდუალური თუ კოლექტიური წარმატები პარიზელთათვის სარგებელის მომტანი იქნება.
- 12 თებერვალი 2020
- 3 197
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.