მარსელო წასვლაზე ფიქრობს, ზიდანს მისი გაშვება არ სურს
ზინედინ ზიდანს მარსელო ვიეირას გაშვება არ სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელის გეგმებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ შედის.
ვიცე-კაპიტანს ისეთი გუნდები ეპატიჟებიან, როგორებიც „პსჟ“, „იუვენტუსი“ და სხვა გრანდები არიან.
ბუნებრივია, მარსელო მომავალზე ფიქრობს, ის არც ისეთ ასაკშია, რომ მაღალ დონეზე თამაშზე არ იფიქროს.
ამასთნავე გასათვალისწინებელია რეგილონის ფაქტორი, რომელიც „სევილიაში“ ბრწყინვალედ გამოდის და ადრე თუ გვიან სამეფო კლუბს უნდა დაუბრუნდეს.
ასევე დღის წესრიგში დგას ჰაკიმისა დაბრუნების საკითხი, რომელიც ერთნაირად პროდუქტიულია ორივე ფლანგზე.
ერთი სიტყვით, ზიზუ სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას და მას მარსელოსთან საუბარი მოუწევს.
- 11 თებერვალი 2020
- 3 093
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.