ისკოს ნაკრებისკენ გზა ეხსნება
ჯერ კიდევ 3 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისკო 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მოახერხებდა, ვინაიდან ფეხბურთელი საერთოდ არ სჩანდა საკლუბო ასპარეზზე.
ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია და ზიდანი მას ხშირად ენდობა. ახლოვდება „ელ კლასიკო“, მძიმე ორრაუნდიანი ბრძოლა „სიტისთან“ და ასე შემდეგ.
ეჭვი არავის ეპარება, რომ რთულ პაექრობებში ზიდანი 4 ნახევარმცველით ითამაშებს და ისკოს სასტარტოში ადგილი გარანტირებული ექნება.
ეს ყველაფერი ესპანელის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მის გუნდში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებიც კლუბებში რეგულარულად გამოდიან, ახლა მათ სიას ისკოც შეუერთდება.
- 11 თებერვალი 2020
- 2 086
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.