„რეალი“ გატანილი გოლები სტატისტიკას ვერ აუმჯობესებს
მიუხედავად იმისა, რომ „ოსასუნასთან“ მატჩში „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა 4 გოლის გატანა შეძლეს, გუნდი ბურთების სტატისტიკას ვერ აუმჯობესებს.
ლა ლიგის 23 ტურში ზიდანის გუნდი 44 გოლს მოითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო მატჩში საშუალოდ 2 გოლსაც ვერ იტანს.
ზიზუს მწვრთნელობის პირველ ეტაპზე „მერენგებს“ თითო მატჩში საშუალოდ 2.6 გოლი გაჰქონდათ, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია და გუნდი წარმატებას საკუთარი კარის მშრალაფ შენახვის ფონზე აღწევს.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ბალანსს, ამ მხრივ „ბლანკოსი“ საუკეთესოა +30 ბურთით, მეორე ადგილზე კი „ბარსელონა“ იკავებს +27 ბურთით.
- 11 თებერვალი 2020
- 1 888
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.