მადრიდისტების ბოლო მატჩი "ბერნაბეუზე?
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი, ძალიან სწრაფად გამოგვეცალა ხელიდან.
დღეს, მადრიდის "რეალი," პრიმერა დივიზიონის 2009-2010 წლების სეზონის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს "სანტიაგო ბერნაბეუზე."გამოცემა "ას"-მა, იმ ფეხბურთელთა სია გაგვაცნო, რომელთათვის შესაძლოა ბოლო დაპირისპირება იყოს ამ უნიკალურ სტადიონზე.
სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, "ბლანკოსის" რიგებიდან, შემდეგ მადრიდისტებს უწინასწარმეტყველებენ წასვლას:
გუტი: ფეხბურთელმა "ელ კლასიკომდე" განაცხადა, რომ აპირებს გუნდის დატოვებას, თუმცაღა ჯერ მაინც უცნობია, ბოლომდე გადაწყვიტა თუ არა გუტიერესმა ეს საკითხი.
ლასანა დიარა: ბოლო დროს, ფრანგმა ნახევარცმველმა აშკარად დაკარგა ნდობა მთავარ მწვრთნელთან.ვარჯიშების გაცდენა და ტრავმის იმულაცია, მის მადრიდულ კარიერას სერიოზულდ საფრთხეს უქმნის.
მაჰამადუ დიარა: მძიმე ტრავმის შემდე, მალელი საყრდენი ვერ შევიდა ოპტიმალურ ფორმაში.სრულიად შესაძლებელია, რომ "რეალმა" მაჰამადუს დახმარებას უარი განუცხადოს.
ფერნანდო გაგო: არგენტინელი ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებდა კლუბის დატოვებას, თუმცა უშედეგოდ.ესპანელები აუცილებლად დააყენებენ სახმრეთ ამერიკელს სატრანსფერო ფანჯარაზე და სარფიანი შემოთავაზების შემდეგ, გაყიდიაც კიდეც.
გონსალო იგუაინი: ალბათ, არეალურია 26 გატანილი გოლის ავტორმა გუნდი დატოვოს, თუმცა ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს."თეთრები" ფეხს ითრევენ, პიპიტასათვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაც პრესის წარმომადგენლებში დიდ ეჭვებს ბადეს.
რაულ გონსალოსი: "ელ კაპიტანოს" ბედი მის ხელშია.კლუბის ხელმძღვანელები ელოდებიან ცოცხალი ლეგენდის გადაწყვეტილებას.
კრისტოფ მეტცელდერი: აღნიშნული მცველისათვის, მართლაც რომ ბოლოა "სანტიაგო ბერნაბეუს" სათადარიგოზე ჯდომა.მეტცემ "შალკესთან" მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც მომავალი წლიდან ბუნდეს ლიგას უბრუნდება.
- 8 მაი 2010
- 1 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.