ზიდანი:„აზარს „ოსასუნასთან“ ვერ ვათამაშებდი, ვნახოთ რა მოხდება“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„პირველი 5 წუთი ნამდვილი საშინელება იყო. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ჩემმა გუნდმა თამაში მე-6 წუთიდან დაიწყო. დროის გასვლასთან ერთად თამაში დავალაგეთ და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“
„იოვიჩი სუფთა სტილის ფორვარდია, ლუკამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა.“
„მიხარია ისკოს გოლი და საოცარი გამოსვლა. ნამდვილად არ ვიცი, იყო თუ არა ეს ალარკონის საუკეთესო ვერსია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ძალიან პროდუქტიული გახლდათ.“
„მარსელო არ ვათამაშე, რადგან მისი საჭიროება არ დადგა. ჩვენ სერიოზული მასშტაბის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ათასგვარი ჭორი, რომელიც მის შესახებ ვრცელდება სრული აბსურდია. სანამ „რეალის“ მწვრთნელი ვარ, ვიეირა ჩვენთან იქნება, თუ რა თქმა უნდა, თავად არ გადაწყვეტს მადრიდის დატოვებას.“
„გაშვებული გოლების შემდეგ გონს მოგება დროულად მოვახერხეთ და ტაიმის ბოლომდე სიტუაცია სრულიად შევცვალეთ. ესეც ჩვენი დადებითი თვისებაა, თამაშს ვაკონტროლებდით.“
„აზართან დაკავშირებით სიახლე არ მაქვს, მას ვარჯიშებზე დავაკვირდები. დაბრუნდება თუ არა ბელგიელი მალე გავიგებთ.“
„ბეილი ეფექტური იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. უელსელმა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი იმუშავა.“
- 9 თებერვალი 2020
- 3 168
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.