მბაპემ „რეალთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა
Sportbible იუწყება, რომ კილიან მბაპემ მადრიდის „რეალთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხნა...
ფრანგი წინახაზელი სამეფო კლუბის 2020 ან 2021 წლის ზაფხულში შეუერთდება, ეს ამბავი გადაწყვეტილია. ფორვარდმა „რეალს“ ერთგულება აღუთქვა და „ბლანკოსში“ ფრანგისგან უკვე აქვთ პირობა, რომ ის არცერთ კლუბის მაისურს არ მოირგებს გარდა მადრიდული გრანდისა.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კილიანი „რეალთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება რეკორდული იქნება, რომელიც თვით კრიშტიანო რონალდუსაც არ ჰქონია.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი. „რეალი“ აპირებს, რომ მბაპეს კონტრაქტში ჩადოს ერთი უპრეცენდენტო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფრანგის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ 250 მილიონი ევრო იქნება, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მის დამატებას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს.
- 9 თებერვალი 2020
- 4 020
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.