ზიდანი: „მე მას ვენდობი“
„ოსასუნასთან“ თამაშის წინ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
„ის ინფორმაცია, რომ ბეილს კვირაში ხუთჯერ ვარჯიში არ შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება.ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია და უკლებლივ ყველას ვენდობი.ჩემი გადაწყვეტილებით, მან გარკვეული შეხვედრები გამოტოვა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.ის სრული დატვირთვით მუშაობს და რა თქმა უნდა, „რეალის“ გეგმების ნაწილია.“
„მან ნაადრევად დატოვა სტადიონი „სოსიედადთან“ შეხვედრაში, თუმცა ამაში უპატივცემულობას ვერ ვხედავ.გარეთს უნდა სამეფო კლუბში ყოფნა და აპირებს იბრძოლოს სასტარტოსთვის.“
„მე და ბეილი ხშირად ვსაუბრობთ და ცხადია, ახლა ამის განხილვას თქვენს წინაშე არ ვაპირებ.„ოსასუნასთან“ განაცხადში იქნება და ვნახოთ, გამოვა თუ არა მოედანზე.“
„მომავალი მატჩის ჩატარება რთულ სტადიონზე მოგვიწევს.რა თქმა უნდა, მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ.“
„კოპაზე განცდილი მარცხი ძალიან განვიცადეთ.რასაკვირველია, ჩვემი მხრიდან მოხდა შეცდომების გაანალიზება.ახლა მთლიანად ხვალინდელ დაპირისპირებაზე ვართ გადართულნი.“
„არ ვფიქრობ, რომ თასიდან გამოვარდნა გუნდზე რაიმე ზემოქმედებას მაოხდენს.ჯერ არაფერი მოგვიგია, საჭიროა ბრძოლის გაგრძელბა, ვინაიდან სეზონი საკმაოდ ხანგრძლივია.“
AS
- 8 თებერვალი 2020
- 3 641
- 18