პრეზიდენტი: „ოდეგარის დაბრუნების შანსი არ არის“
მარტინ ოდეგარის მორიგი ბწრყინვალე ასპარეზობის წყალობით, მადრიდში ბევრს საუბრობენ მის დაბრუნებაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა „რეალ სოსიედადის“ პრეზიდენტს, იოკინ აპირებაისს ჩამოართვეს ინტერვიუ: „მარტინი ძალიან გახარებულია „რეალთან“ წარმატებული თამაშის შემდეგ.ჩვენ ფოკუსირებული ვართ საქმის ბოლომდე მიყვანაზე და ვფიქრობ, ახლა ფეხბურთელის მომავალზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის.“
„როგორც იცით, მას 2 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს „სოსიედადთან“ და ფაქტობრივად, შანსი არ არის იმისა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს სამეფო კლუბში დაბრუნდეს.დარწმუნებული ვარ, მადრიდში პინათლად შეასრულებენ შეთანხმებას.ჩვენ ხომ ჯენტლმენურ გუნდზე ვსაუბრობთ.“
AS
- 8 თებერვალი 2020
- 2 863
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.