ფიგუ:„ზიდანმა ყველაზე კარგად იცის, თუ რა ხდება მის გუნდში“
ლუიშ ფიგუმ „რეალისა“ და „სოსიედადის“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ზიზუმ ყველაზე კარგად იცის, თუ რა ხდება მის გუნდში. როტაცია გარდაუვალია მოვლენაა. ფრანგმა არჩევანი იმ ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებიც მთელი კვირის მანძილზე ოპტიმალურ კონდიციაში იყვნენ. გარედან კრიტიკა მარტივია, მაგრამ მერწმუნეთ, ვერავინ შეფასებს სიტუაციას ისე, როგორც ფრანგი ლეგენდა, აქედან გამომდინარე, მისი კრიტიკა აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია.“
„უნდა აღინიშნოს ფედე ვალვერდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამეფო კლუბში. ურუგვაელმა ახალგაზრდამ მოუმატა და ზიზუს გუნდის უცვლელ წევრად ითვლება, ის კიდევ უფრო დაიხვეწება.“
„ბეილის ისე დატოვება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზინედინმა ყველაზე კარგად იცის, რა ხდება მის კოლექტივში.“
- 7 თებერვალი 2020
- 1 837
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.