ოდეგარმა „რეალი“ დაამწუხრა, თუმცა...
ნორვეგიელი კვლავ დაბრუნდა მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ამჯერადაც „სოსიედადის“ მაისურით.
ის, რომ მარტინ ოდეგარი ჩინებულ სეზონს ატარებს, სამეფო კლუბის გულშემატკივარმაც საკუთარი თვალით იხილა.ამ უკანასკნელს ფრიად მნიშვნელოვან დაპირისიპირებაში მხოლოდ 22 წუთი დასჭირდა, რათა თავისი გუნდი დაეწინაურებინა.მან ისაკის დარტყმის შემდეგ არეოლას ცუდად მოგერიებული ბურთი „ბლანკოსის“ კარის ბადეში გაახვია.
მიუხედავად დიდი სიხარულისა, რაც აღნიშნულმა გოლმა გამოიწვია, ახალგაზრდა გამთამაშებელმა მაქსიმალურად შეიკავა თავი ემოციების გამოხატვისგან.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად, ოდეგარმა მომავალი სეზონიც იჯარის წესით უნდაა გაატაროს სან-სებასტიანში.
AS
- 7 თებერვალი 2020
- 1 993
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.