ზიდანი: „ არ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო“
ესპანეთის სამეფო თასიდან გამოვარდნის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.
„ეს არის ფეხბურთი.ყოველთვის სასურველი სცენარით არ ვითარდება მოვლენები.ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, სადაც 3 ბურთიანი სხვაობის დროსაც, ბოლომდე გვჯეროდა, რომ თამაშის შემოტრიალებას მოვახერხებდით.არ ვფიქრობ, რომ სასტარტო შემადგენლობ.“
„რა თქმა უნდა, მეტოქეს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, დაცვაში წარუმატებელი თამაში ძვირად დაგვიჯდა.მარცხით მეტად განაწყენებული ვარ, თუმცა სეზონი ხანგრძლივია და რაც შეიძლება მალე, კვირის დაპირისპირებაზე უნდა გადავერთოთ.“
„4 გოლის გაშვება საშინაო არენაზე ძალიან მტკივნეულია, სამწუხაროდ ახლა ვეღარაფერს შევცვლით.მთავარია აღებული გეზი შევინარჩუნოთ.ცხადია, წინასწარ ვიცოდით, რომ სეზონის განმავლობაში ურთულესი პაექრობები იქნებოდა.“
„ჩვენი გულშემატკივრები შთამბეჭადავად გამოიყურებოდნენ.ისინი 90 წუთის განმავლობაში ქომაგობდნენ ფეხბურთელებს და დამატებით სტიმულს აძლევდნენ.შედეგი მათთვისაც მიუღებელია.ჩვენ შეცდომების გაანალიზება გვმართებს.~
AS
- 7 თებერვალი 2020
- 2 929
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.