ფიგუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრუნდება
ლეგენდარული ლუიშ ფიგუ „კოპა დელ რეის“ მეოთხედფინალურ შეხვედრას დაესწრება.
ამჯერად, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი, არა გულშემატკივრის, არამედ კომენტატორის რანგში დაიკავებს ადგილს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ ის ესპანური ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში, აიტორ კარაკასთან ერთად გაუძღვება მადრიდელებისა და ბასკების დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ ფიგუ 2000 წელს გახდა „ბლანკოსის“ ფეხბურთელი და მას შემდეგ 5 წელი გაატარა დედაქალაქში.
AS
- 6 თებერვალი 2020
- 1 510
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.